33 წლის ფეხბურთელს უმნიშვნელო ტრავმა აქვს. მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მისი დაზოგვა გადაწყვიტა და "ფარმაცევტებთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ალკანტარა კოჭის ტრავმას იშუშებს და სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გამართულ პირველ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" 3:1 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩისთვის ამოცანა გაიიოლა.