კარლეს პუიოლი და ტიაგო ალკანტარა ლევერკუზენის "ბაიერთან" ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლევერკუზენის "ბაიერთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მცველი კარლეს პუიოლი და ჰავბეკი ტიაგო ალკანტარა ვერ დაეხმარებიან.

33 წლის ფეხბურთელს უმნიშვნელო ტრავმა აქვს. მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მისი დაზოგვა გადაწყვიტა და "ფარმაცევტებთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ალკანტარა კოჭის ტრავმას იშუშებს და სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გამართულ პირველ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" 3:1 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩისთვის ამოცანა გაიიოლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული