კრისტიან აბიატი: რობინ ვან პერსიმ სათანადოდ ვერ შემაფასა

AutoSharing Option
"მილანის" მეკარე კრისტიან აბიატი "არსენალთან" მატჩში ვან პერსის დარტყმის შემდეგ განხორციელებული სეივით კმაყოფილია, თუმცა აღიარებს, რომ ამ თამაშში ძალიან ბევრი გოლი გაუშვა.

რაც უნდა იყოს, ვან პერსის დარტყმის მოგერიებისთვის მეკარე შეაქეს - იმ ეპიზოდში გოლი რომ გასულიყო, არავინ იცის, ვინ შეძლებდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას.

"კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ: მე ხომ მანამდე სამი გოლი გავუშვი.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ. მეოთხედფინალში რამდენიმე წელია, არ გვითამაშია.

შესვენებაზე შეშფოთებულები ვიყავით, რადგან პირველ შეხვედრაში მოპოვებული დიდი უპირატესობა გავანიავეთ. თუმცა ერთმანეთს
შევხედეთ და ვთქვით, რომ უარესად თამაში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

ვან პერსი? შესაძლოა, მან სათანადოდ ვერ შემაფასა", - აღნიშნა აბიატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული