ძალზე საშიში "ბაიერნი" და ჩაფლავებული "ინტერი" [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
13 მარტს ორ გრანდს, გერმანულ "ბაიერნს" და იტალიურ "ინტერს" დაახლოებით თანაბარი სირთულის "საშინაო დავალება" ჰქონდა შესასრულებელი - ერთსაც და მეორესაც სტუმრად წაგებული (ორივეს 0:1) უნდა აღმოეფხვრა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულიყო.

იუპ ჰაინკესმა ყველაფერი ხუთიანზე (არა - შვიდიანზე!) შეასრულა და "ბაიერნი" მეოთხედფინალშია. აი, კლაუდიო რანიერი კი ჩაფლავდა. "ინტერი" 1:0-ს უგებდა "მარსელს", მაგრამ 91-ე წუთზე ბრაზილიელი ბრანდაოსგან, რომელსაც საგოლე პასი მეკარემ (!) გაუკეთა, გოლი გაუშვა. ლურჯ-შავ გუნდს სეზონი საბოლოოდ გაუფუჭ
და.

ამის შემდეგ თამაშში კიდევ მოხდა საინტერესო ამბები (ფრანგი მეკარის გაძევება, პენალტი და "ინტერის" გამარჯვება 2:1), მაგრამ ორი მატჩის ჯამში მთავარი ბრანდაოს გოლი იყო.

ანგარიში კი დიეგო მილიტომ 75-ე წუთზე გახსნა, გოლი უფრო ლელოს გატანას წააგავდა ფრანგთა კარში. როცა ყველა დამატებით ტაიმებს ელოდა, სტუმართა გოლკიპერმა სტივ მანდანდამ ბურთი ძლიერი დარტყმით შეიყვანა თამაშში და...

მიუნხენში კი ცოდვის კალო დატრიალდა - ზედიზედ მეორე მატჩია "ბაიერნს" 7 გოლი გააქვს. ოღონდ, "ჰოფენჰაიმისგან" განსხვავებით, საბრალო "ბაზელს" ერთი გოლიც არ გაატანინა.

მარიო გომესმა პოკერი შეასრულა, არიენ რობენმა - დუბლი, ერთი გოლიც თომას მიულერის ანგარიშზეა. ერთი გოლიც რომ გაეტანა, გომესი ლეო მესის ახლახან დამყარებულ რეკორდს გაიმეორებდა.

თანდათან "ბაიერნი" ძალზე საშიში მეტოქე ხდება ლიგის მოგების მთავარი ფავორიტებისთვის, ესპანური გრანდებისთვის.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ინტერი-მარსელი 2:1 (0:1) (იხილეთ ვიდეო)
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - პოლი (74. კამბიასო), სტანკოვიჩი, ძანეტი - სნეიდერი (58. ობი) - მილიტო, ფორლანი (58. პაცინი).
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, მორელი - დიარა, მბია - ამალფიტანო, ვალბუენა (77. შეირუ), ა. აიუ (94. ბრასილიანო) - რემი (87. ბრანდაო)
გოლები: 1:0 მილიტო (75), 1:1 ბრანდაო (91), 2:1 პაცინი (95-პენ)
გაფრთხილება: ძანეტი, სამუელი, სტანკოვიჩი - დიავარა, მანდანდა
გაძევება: მანდანდა (93)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 24-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-9 (7-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 50 000

ბაიერნი-ბაზელი 7:0 (0:1) (იხილეთ ვიდეო)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - გუსტავო, კროოსი - რობენი (82. ტიმოშჩუკი), მიულერი (70. შვაინშტაიგერი), რიბერი (78. პრანიჩი) - გომესი.
ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰოფერი (70. დეგერი), აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი - შაჩირი (80. ზუა დაოგარი), კაბრალი, ჯაკა, ფ. ფრაი (61. შტოკერი) - ა. ფრაი, შტრელერი.
გოლები: 1:0 რობენი (11), 2:0 მიულერი (42), 3:0 გომესი (44), 4:0 გომესი (50), 5:0 გომესი (61), 6:0 გომესი (67), 7:0 რობენი (81)
გაფრთხილება: ბოატენგი - შტრელერი, კაბრალი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-5 (15-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 66 000

მატჩების შემდეგ
კლაუდიო რანიერი: ეს ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი მომენტია
ხავიერ ძანეტი: "ინტერი" გოლის გაშვებას არ იმსახურებდა
მასიმო მორატი: კლაუდიო რანიერი დამნაშავე არ არის
დიდიე დეშამი: "სან სიროზე" პირველად დავმარცხდი, მაგრამ მთავარი მეოთხედფინალია
ული ჰიონესი: მიუნხენის "ბაიერნმა" მაღალი დონის თამაში აჩვენა
თომას მიულერი: მიუნხენის "ბაიერნმა" "ბაზელთან" ასეთი გამარჯვება დაიმსახურა
არიენ რობენი: უფრო მეტი გვსურს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული