მასიმო მორატი: კლაუდიო რანიერი დამნაშავე არ არის

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, "მარსელთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის კვლავინდებურად ენდობა.

"რანიერის დანაშაულს ვერ ვხედავ. 4:0 რომ წაგვეგო, მაშინ ზომების მიღება იქნებოდა საჭირო, მაგრამ ჩვენ ხომ ზედიზედ ორ შეხვედრაში დამატებულ წუთებზე გავუშვით.

მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დიდიე დეშამის წარმატებაა. რანიერის მუშაობას უარყოფითად არ ვაფასებ", - თქვა მორატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული