ჯონ ტერი: ვაჩვენეთ, რას ნიშნავს "ჩელსი"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ "ნაპოლისთან" ლონდონში გამართული მატჩის შემდეგ, რომლის შემდეგაც "არისტოკრატები" ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სიხარული არ დამალა.

"ასეთ შედეგს შეუძლია ყველა შთაგვაგონოს. ბიჭებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს - სოლიდური და ხისტი. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები ბოლო წუთამდე.

დავამტკიცეთ, რომ გუნდი ვართ, ერთ მთლიანობად ვიქეცით იმ წუთში, როდესაც ეს აუცილებელი იყო. დღეს ვაჩვენეთ, რას ნიშნავს "ჩელსი".

საინტერესოა, რომ "ნაპოლისთან" მატჩი ტერისთვის ლონდონური გუნდის კაპიტნის სამკლავურით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 77-ე შეხვედრა იყო. ამ მაჩვენებლით ის "მილანის" ლეგენდარულ
კაპიტან პაოლო მალდინის გაუთანაბრდა.

საერთოდ კი, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვმატჩიანი კაპიტანი მილანის "ინტერის" ფეხბურთელი ხავიერ ძანეტია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ევროტურნირში თავისი გუნდი 84-ჯერ გაუყვანია მოედანზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული