ვალტერ მაძარი: "ნაპოლის" შეუძლია იამაყოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ, რომლის გუნდიც ლონდონის "ჩელსისთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, განაცხადა რომ მის გუნდს ლონდონურ შეხვედრაში გამოცდილება არ ეყო.

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.

ბევრი რამ გავაკეთეთ და გრძელი გზა გავიარეთ. დღეს გამოცდილება არ გვეყო. რაღაც-რაღაცები არ გამოგვივიდა, რადგან ახალგაზრდული გუნდი ვართ. თუმცა ამ ყველაფრისგან კარგი გაკვეთილის მიღება შეგვიძლია.

"ჩელსი" საკუთარ მოედანზე იშვიათად უშვებს, მაგრამ გატანა მოვახერხეთ. კიდევ უნდა
გაგვეტანა. დღეს უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი შევქმენით, ვიდრე პირველ მატჩში.

მაჯოს სახით წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ და ეს ჩვენს თამაშზე უარყოფითად აისახა. გოლი იმ ზონიდან გადაცემის შემდეგ გავუშვით, სადაც ის თამაშობს.

ლონდონელები შეუდრეკელნი იყვნენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ საკუთარი შანსები გამოიყენეს.

დაცვაში უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა, ჩვენს წინააღმდეგ ხომ ჩემპიონების გუნდი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, დღეს "ნაპოლის" შეუძლია იამაყოს", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული