პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელმა ძალიან კარგად ითამაშა.
"კაკამ შესანიშნავად ითამაშა. მას არასდროს უმუშავია, ისე კარგად, როგორც ამ მატჩში. ფეხბურთელმა გუნდისთვის ფანტასტიკური სამუშაო გასწია.
ბუნებრივია, რომ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ძალიან დაიღალა. პირველ ტაიმში ჩვენი საუკეთესო მომენტები სწორედ მისი წყალობით შეიქმნა", - განაცხადა მოურინიომ.