ხაბი ალონსო: მოუთმენლად ველი მეოთხედფინალის კენჭისყრას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ხაბი ალონსოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში უკვე წარმოუდგენია.

14 მარტს მადრიდის "რეალისა" და მოსკოვის ცსკა-ს შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე მოსკოველები 4:1 დაამარცხეს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

"ყველა ის გუნდი, ვინც მეოთხედფინალში გავიდა, ამას იმსახურებს. მოუთმენლად ველი ლიგის კენჭისყრას. ნებისმიერი მეტოქე, რომელიც შეგვხვდება, ძლიერი იქნება, რადგან ამ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს.

თუ კენჭისყრის შედეგად ისევ "ბარსელონას" შევხვდებით, პაექრობისთვის მოვემზადებით და მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თქვა
ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა 16 მარტს, თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული