კარლ ჰაინც რუმენიგე: მადრიდის "რეალს" გაუმართლა, ესპანელებთან ნახევარფინალზე ფიქრი კი ადრეა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა კარლ ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები შეაფასა.

"ბაიერნი" "მარსელთან" ითამაშებს, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი "რეალი"-აპოელ-ის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"რეალს", რა თქმა უნდა, გაუმართლა, რომ აპოელ-ი შეხვდა. ჩვენთვის კი ნახევარფინალში მადრიდელებთან შეხვედრაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.

თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპის საუკეთესო გუნდების ოთხეულში მოხვედრა გვსურს.

ახლა მთლიანად "მარსელთან" მატჩზე უნდა გადავერთოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ "მარსელმა" "ინტერი" დაამარცხა", - განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული