ლისაბონი და ტურინი - 2014 წლის ევროთასების ფინალების მასპინძლები

AutoSharing Option
20 მარტს სტამბულში უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალურ მატჩს ლისაბონის "ესტადიუ და ლუჟი" უმასპინძლებს ("ბენფიკას" საშინაო არენა), ხოლო ამავე წლის ევროპალიგის ფინალს - ტურინის ახალი სტადიონი ("იუვენტუსის" საშინაო არენა).

"და ლუჟმა" ბოლოს 1967 წელს უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

უეფამ გადაწყვიტა, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს, ფუტსალში კონტინენტის 2016 წლის პირველობას კი - სერბეთი.

გაირკვა სხვა ასაკობრივი ტურნირების მასპინძელთა ვინაობაც. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი - 2016 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა აზერბაიჯანია.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული