დანიელე ბონერა: ვფიქრობ, წილისყრის ასე დასრულება არც "მილანს" უნდოდა და არც "ბარსელონას"

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა დანიელე ბონერამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა, სადაც "როსონერი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"ვფიქრობ, წილისყრის ასეთი შედეგი არც ჩვენ გვსურდა და არც მათ. ორივე გუნდს უნდოდა, ერთმანეთს არიდებოდა.

განიცდის თუ არა წნეხს მატჩების წინ იბრაჰიმოვიჩი? მას კარგად ვიცნობ და ამიტომ ვიტყვი, რომ არა.

საერთოდ, ის სხვების მიმართაც ძალიან მომთხოვნი ადამიანია, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარის თავის მიმართ… მას გამარჯვებისკენ სწრაფვა გენში აქვს", - თქვა ბონერამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული