ვიქტორ ვალდესი: "მილანი" ყოველთვის ძალიან საშიშია

AutoSharing Option
"ბარსელონას" გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანთან" იოლ დაპირისპირებას არ ელის.

ესპანეთისა და იტალიის მოქმედი ჩემპიონები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა და შედეგიანი ფრეთი (2:2) დასრულდა. საპასუხო მატჩში "სან სიროზე" "ბლაუგრანამ" 3:2 გაიმარჯვა.

"ბარსელონას" მომგებიანი სერია ყველა ტურნირზე 9 მატჩს ითვლის. ასეა თუ ისე, კატალონიელთა მეკარე ვიქტორ ვალდესი "როსონერის" ფეხბურთელებთან" დაძაბულ დაპირისპირებას მოელის.

"მილანი" ყოველთვის ძალიან საშიშია. ამაში ჯგუფურ ეტაპზე დავრწმუნდით. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან დაპირისპირება რთული იქნება".

"ბარსელონას" გოლკიპერმა თავისი აზრი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის
ბრძოლაზეც გამოთქვა:

"ახლა ლიდერს 6 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ისეთივე ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორსაც ათქულიანი ჩამორჩენისას ვთამაშობდით და კვლავაც თითოეულ მეტოქესთან სამი ქულის აღებას შევეცდებით", - თქვა ვალდესმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული