დავიდ ლუიზი: ვფიქრობ, "ბენფიკას" გულშემატკივრები მომესალმებიან

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი დავიდ ლუიზი მიიჩნევს, რომ ლისაბონის "ბენფიკას" ფანები ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ მიესალმებიან.

24 წლის ფეხბურთელი ინგლისში სწორედ "ბენფიკადან" გადავიდა.

"ეს ორი მაღალი კლასის გუნდის თამაში იქნება. მეგობრებს სასტარტო სასტვენის წინ ვნახავ, მაგრამ ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი საკუთარი საქმით დაკავდება.

ვფიქრობ, გულშემატკივრები მომესალმებიან, მაგრამ თამაშის დაწყებისთანავე ყველაფერი შეიცვლება და ისინი მხოლოდ თავიანთ გუნდს უგულშემატკივრებენ.

მათთვის "ბენფიკაზე" მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს და ეს ნორმალურიცაა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული