მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონასთან" მატჩში ტიაგო სილვა არ იქნება, მაგრამ ალესანდრო ნესტა მწყობრშია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სინანული გამოთქვა, რომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მცველი ტიაგო სილვა ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა "რომასთან" იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში დაშავდა.

"სილვა ჩემპიონია და ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ალესანდრო ნესტა მწყობრშია. ამას გარდა, სხვა მცველებიც გვყავს, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, ასეთ მეტოქესთან მატჩში სასურველი იქნებოდა, სრული შემადგენლობით ვყოფილიყავით, მაგრამ ამ დაპირისპირებისთვის მაინც მზად ვართ", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული