შეხვედრა ნულოვანი ფრეთი დასრულდა, მაგრამ ჩავი მიიჩნევს, რომ ერიქსონს იტალიელთა კარში პენალტი უნდა დაენიშნა.
"მიმაჩნია, რომ მსაჯს "მილანის" კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ალექსის სანჩესის წინააღმდეგ წესების დარღვევა აშკარა იყო.
ამას გარდა, მოედნის საფარი არ იყო კარგ მდგომარეობაში. ახლა ყველაფერი "კამპ ნოუზე" საპასუხო თამაშში გადაწყდება", - აღნიშნა ჩავიმ.