"ბლაუგრანამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა და დაპირისპირება ნულოვანი ფრეთი დასრულდა.
"მილანს უკმაყოფილო ვტოვებ, რადგან გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. ჩვენს გუნდს ბრწყინვალე თამაში არ უჩვენებია, მაგრამ გამარჯვებას იმსახურებდა.
საპასუხო თამაში ძალიან რთული იქნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყოველთვის ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ "მილანის" ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან.
ისიც მითხრეს, რომ მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მე თვითონ ეს ეპიზოდი არ შემინიშნავს", - თქვა მესიმ.