დანიელე ბონერა: მოედნის საფარის მდგომარეობას "ბარსელონასთან" მატჩის შედეგზე არ უმოქმედია

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა დანიელე ბონერამ "ბარსელონას" სარჩელზე ისაუბრა, რომელიც კატალონიელებმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მოედნის საფარის გამო უეფაში შეიტანეს.

ბონერამ "კატანიასთან" მატჩიც ახსენა და თქვა, რომ რთულ დაპირისპირებას ელის.

"ბარსელონას" საჩივარი? ეს პრობლემა ოთხშაბათს არ შექმნილა და მის შესახებ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მოედნის საფარის მდგომარეობამ მატჩის შედეგზე იმოქმედა.

რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, "კატანიასთან" რთული მატჩი გვექნება, რადგან მათ ახლა კარგი პერიოდი აქვთ, მაგრამ ჩვენი ძალა უნდა წარმოვაჩინოთ და პირველ ადგილზე დავრჩეთ", - თქვა
ბონერამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული