უეფამ "მილანის" მხარე დაიჭირა - "ბარსელონას" პრეტენზია უსაფუძვლოა

AutoSharing Option
უეფა მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" "სან სიროს" მოედნის საფარის მდგომარეობის გამო ჩივილის საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა უეფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანეს - "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მოედანი უხარისხო იყოო.

უეფას წარმომადგენელმა ჯორჯო მარკეტიმ მდგომარეობა ასე ახსნა:

"სან სიროს" პრობლემა სტადიონის მიკროკლიმატია, ამასთან ვერაფერს გავაწყობთ. მაგრამ მოედნის საფარი მისაღებ მდგომარეობაშია.

რა თქმა უნდა, "იდეალურსა" და "მისაღებს" შორის განსხვავება არსებობს", - განაცხადა მარკეტიმ.

ამ თემაზე საკუთარი აზრი "მილანის" პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმაც გამოთქვა:

"ამ პრობლემის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება მისი სწრაფად გადაწყვეტა. რაც მეტი თამაში ტარდება, მინდორი მით უფრო გადათელილია".

"სან სიროს" მოედნის საფარის პრობლემა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ტრიბუნების მესამე იარუსის და სტადიონის სახურავის აშენებისას გაჩნდა. "მილანი" და "ინტერი" გაზონის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერია "A"-ს ტურსჰი საფარი კარგ მდგომარეობასჰი იყო და 2 დღეში რა დაემართა? ირონიაა რა ასე პირველად არ აკეთებენ გუნდები ბარსას თამაშის წინ.
და ამ სტადიონებს და გუნდებს რომ ვუყურებ სულ არ მიკვირს იტალიას გუნდი რომ მოაკლეს ლიგაზე
bacho
11:04 31-03-2012
0

სიახლეები პოპულარული