ივიცა ოლიჩი: უნდა გამეტანა და გავიტანე კიდეც!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა და "მარსელთან" (2:0) მატჩის მთავარმა გმირმა ივიცა ოლიჩმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

"მიუხედავად ჩემი დიდი გამოცდილებისა, ყოველი მატჩის წინ ძალიან ვნერვიულობ.

მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით. გატანილი გოლები საკუთარ თავში რწმენას დამიბრუნებს.

მიმდინარე სეზონი ჩემთვის არცთუ ისე კარგად მიმდინარეობს, ამიტომ გოლი აუცილებლად უნდა გამეტანა", - თქვა ოლიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა "მარსელთან" დუბლი შეასრულა.

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული