"ბენფიკამ" ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ორი გაუშვა და ტურნირს დაემშვიდობა.
"ლონდონს იმედგაცრუებულები ვტოვებთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გვინდოდა. ისევ იგივე ისტორია გადაგვხდა - მსაჯობა არაფრად ვარგოდა.
ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ და ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით.
ახლა უკვე პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩზე უნდა გადავერთოთ", - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.