მატამ აღნიშნა, რომ კატალონიელთა შემადგენლობაში მხოლოდ ფორვარდ ლიონელ მესის არ უნდა უფრთხოდნენ.
"ბარსელონას" შემადგენლობაში უმაღლესი კლასის მოთამაშეები გამოდიან. არამხოლოდ მესის, ნებისმიერ მათგანს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
"ჩელსისთან" წინა მატჩში "სტამფორდ ბრიჯზე" მათ გაუჭირდათ. იმედი გვაქვს, რომ ამჯერადაც ასე იქნება", - განაცხადა მატამ.