შეგახსენებთ, რომ "რეალი" ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
"ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე გამიტანია. იმ გოლს ჰგავს, რომელიც "ანდერლეხტის" კარში გავიტანე ჯერ კიდევ მაშინ, როცა "მილანში" ვთამაშობდი.
დროთა განმავლობაში თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ. მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს და მოედანზე ბედნიერი გამოვდივარ.
რაც შეეხება "ბაიერნს", გერმანელები მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობენ. რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გავალთ", - თქვა
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით