შეგახსენებთ, რომ რიბერი ადრე სწორედ ამ ფრანგული გუნდის ღირსებას იცავდა.
"აქ ორი საოცარი სეზონი ჩავატარე და რა მივიღე შედეგად? "მარსელის" გულშემატკივრები პირველი მატჩის მთელი 90 წუთის განმავლობაში, როგორც კი ბურთს მივიღებდი, მისტვენდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ.
ეს, უბრალოდ, გულისამრევი და დაუჯერებელი იყო. ასეთი მიღებით შოკირებული დავრჩი", - განაცხადა რიბერიმ.