ჯონ ტერი: არ მგონია "ბარსელონას" ჩვენთან შეხვედრა გახარებოდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა ჯონ ტერიმ პირობა დადო, რომ მისი გუნდი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლომდე შეებრძოლება.

"ბოლო 9 წლის განმავლობაში "ჩელსი" 6-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - კარგი მიღწევაა, მაგრამ ამჟამად ჩვენი მიზანია ლიგა მოვიგოთ.

რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" დაპირისპირება ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ დროისთვის კარგ თამაშს ვაჩვენებთ.

არ მგონია, რომ ვინმეს გახარებოდა ჩვენთან შეხვედრა, რადგან ძალიან კარგი გუნდი ვართ", - თქვა ტერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული