ხარბი ჟილინა

AutoSharing Option
სლოვაკური "ჟილინას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ცენტრალური ევროპის ამ ქვეყანაში საფეხბურთო ბუმის დაწყება ერთი იყო. აი, კლუბის ხელმძღვანელები კი ამ ფაქტს მხოლოდ იმად იყენებენ, რათა საქუთარი ჯიბეები გაისქელონ.

ოთხშაბათს "ჟილინას" საჩემპიონთალიგო დებიუტი აქვს, სლოვაკეთის ჩემპიონი თვით "ჩელსის" მასპინძლობს და წარმოგიდგენიათ, რამხელა დღესასწაულია 85-ათასმოსახლიანი ქალაქისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების თავისთან ხილვა?! მაგრამ ირკვევა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ სტადიონზე დასასწრებ ბილეთებს ცეცხლი წაუკიდა: ყველაზე იაფი 75 დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი – 500!!! არადა, სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩების ბილეთის ფასი დაახლოებით 10 დოლარის
ტოლია. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლით "ჟილინამ" 10 მილიონი ევრო უკვე გარანტირებულად გამოიმუშავა...

ბუნებრივია, ასეთი ვითარება უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის და უეფას რეაქციამაც არ დააყოვნა.

"სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და მის განხილვასაც ვაპირებთ", - მოკლედ და კონკრეტულად თქვა უეფას საშეჯიბრო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანმელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული