შეგახსენებთ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ევროტურნირის ნახევარფინალში მადრიდელთა მეტოქე მიუნხენის "ბაიერნია", "ბლაუგრანა" კი ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.
"ყველას გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" და "ბარსელონა" ვიხილოთ. ეს ესპანეთის ეროვნულ გუნდს ზიანს არ მიაყენებს, რადგან ნაკრების ფეხბურთელები ამ სახის დაპირისპირებებისთვის მომზადებულები არიან", - განაცხადა დელ ბოსკემ.