ხუან მატა: "ბარსელონას" "სტემფორდ ბრიჯზე" იოლი გასეირნება არ ელის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში იოლი გასეირნება არ ელის.

შეხვედრა 18 აპრილს ლონდონელთა მოედანზე გაიმართება.

"მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ საპასუხო მატჩის მეტოქის მოედანზე ჩატარება უპირატესობაა.

ჩვენთვის მთავარია, საკუთარ მოედანზე კარგ შედეგს მივაღწიოთ, რათა საპასუხო თამაშში ერთი გოლიც გვეყოს. "ბარსელონასთვის" სტუმრად გატანა შეგვიძლია, რადგან ეს სხვა გუნდებთან აქამდეც გაგვიკეთებია.

ჩვენი გუნდი ბევრ ღირსებას ფლობს და ფსიქოლოგიურად მდგრადია. ასე რომ, "ბარსელონას" "სტემფორდ ბრიჯზე" გაუჭირდება", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული