პირველი მატჩი 18 აპრილს ლონდონელთა მოედანზე გაიმართება.
"ბარსელონასთან" დაპირისპირებაში 2009 წელს მომხდარ ამბავზე დაციკლული არ ვარ. "ბარსელონასთან" სხვა მოგონებებიც გვაკავშირებს. ისინი კი "ჩელსისთვის" პოზიტიურია.
მიმაჩნია, რომ ამ დაპირისპირებაში გუნდებს თანაბარი შანსები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მის შემადგენლობაში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
ორ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა დროგბამ.