"რეალთან" ნახევარფინალი წარმოუდგენლად რთული იქნება. ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო ორი გუნდიდან ერთ-ერთთან შეხვედრა გველის.
"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი და ევროპულ ფეხბურთში უძლიერესი ქვეყნის წარმომადგენელია. ჟოზე მოურინიომ ცალკეულ მოთამაშეთაგან შესანიშნავი გუნდი შექმნა. ის ჩვენთვის კერკეტი კაკალი იქნება.
ესპანეთში ყველა მიუნხენურ "კლასიკოზე" ოცნებობს, თუმცა ჩვენ საკუთარი "კლასიკოს" მოწმეები შეიძლება გავხდეთ, თუ "რეალის" წინააღმდეგ ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ", - თქვა რუმენიგემ.