პეტერ ჩეხი: მწვრთნელის გამოცვლა მოგვიხდა

AutoSharing Option
"ჩელსის" გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა "ბარსელონასთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ინტერვიუ მისცა.

"ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, რაც შემიძლია. "ბარსელონასთან" სწორი პოზიციის შერჩევას ვეშურებოდი, თუმცა ამ თამაშში ჩვენმა დაცვამაც შესანიშნავად ითამაშა. ისინი სახიფათო მომენტებს ბრწყინვალედ ანეიტრალებდნენ.

ჩვენი ტაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ერთი მოთამაშე მეტოქის ერთ მოთამაშეზეა მიჩენილი, ყველაფერი მშვენივრად გამოვიდა.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ 1:0 დიდი უპირატესობა არ არის და "ბარსელონა" შინ ძალიან ბევრს იტანს.

მწვრთნელის შეცვლის შემდეგ კარგი შედეგები გვაქვს. გუნდში თავდაჯერება მატულობს და ეს არა მხოლოდ შედეგებში იგრძნობა,
არამედ გამარჯვებებიც უფრო დამაჯერებელია", - განაცხადა ჩეხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული