უფრო დაწვრილებით შეგახსენებთ: ლონდონელები 18 წუთში უკვე ორგოლიან უპირატესობას ფლობდნენ. ჯერ იყო და პიტერ კრაუჩმა პეტრი პასანენს საკუთარ კარში გაატანინა, მერე კი რაფაელ ვან დერ ვაარტის მიერ დიდებულად ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორის დასაწყისში უგო ალმეიდასა და მარკო
რედნაპმა, როგორც გითხარით, მაინც დადებითად შეხედა ყველაფერს:
"ვერაფრით ვიქნები გაბრაზებული. რასაკვირველია, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი? ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ვთამაშობდით და თან ისეთ გუნდთან, რომელთანაც ძალიან ძნელია თამაში. პირველი ტაიმი დიდებული იყო. საუცხოოდ ვითამაშეთ და შედეგიც დიდებული გვქონდა. შესაძლოა, "ბარსელონას" შეუძლია ამაზე უკეთ თამაში, მაგრამ "ტოტენჰემმა" თავისი მაქსიმუმი აჩვენა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მესამე და მეოთხე გოლების გატანაც შეგვეძლო...
მეტსაც გეტყვით, კიდევ ორი გოლი რომ გაგვეტანა უფრო სამართლიანიც კი იქნებოდა. ბურთს ვათამაშებდით და საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამდა. სწორედ ამას მინდა ყოველ შეხვედრაში მივაღწიო. მინდა ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდეთ, დახვეწილ პასებს ვაწვდიდეთ ერთმანეთს. ვან დერ ვაარტი ბურთის გადასაწოდებლად უმცირეს სივრცეებსაც კი იყენებდა, ხოლო გარეთ ბეილი ბურთის მისაღებად იხსნებოდა, გარბოდა.
მაგრამ, შემდეგ ასეთი რამ მოხდა: ჩემმა ფეხბურთელებმა რომ დაინახეს მეტოქე ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გვიწევდა, წნეხი შეუმცირეს და ანგარიში 2:1 გახდა, რამაც "ვერდერს" თამაშის გადარჩენის შანსი მისცა და მანაც უკვე სხვა თავდადება გამოამჟღავნა. ხოლო, როდესაც ასეთ უპირატესობას გაგიბათილებენ, მერე ადამიანს უარესის გეშინია. ზოგადად კი კარგი იქნება თუ ასე თამაშს განვაგრძობთ"
ლელო