შეგახსენებთ, გასვლითი მატჩი "ბლაუგრანამ" 0:1 წააგო.
"ჩვენ გვაქვს შინაგანი აგრესია, რომელიც გაგვამარჯვებინებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ძალიან გვინდა და მადრიდის "რეალთან" მატჩი აღარც გვახსოვს.
"ჩელსისთან" მატჩში ვეცდებით, მშვიდად ვიმოქმედოთ და ბურთი მეტად ვაკონტროლოთ.
ვფიქრობ, ინგლისელები საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტებიან და ჩვენ თავისუფალი ზონები უნდა ვიპოვოთ", - აღნიშნა ჩავიმ.