არსენ ვენგერი: "ბარსელონას" დავიდ ვილია აკლია, ლიონელ მესი კი ცოტა დაიღალა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი ფიქრობს, რომ "ბარსელონა" სუსტად გამოიყურება.

"ბარსელონა" ამჟამად უფრო სუსტია. მიზეზი? გარკვეულწილად, კატალონიელებს დავიდ ვილია აკლიათ, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია და ამას გემოვნებიანად აკეთებს, ხოლო ლიონელ მესი ცოტა დაიღალა.

ამიტომ მგონია, რომ "ბარსელონას" ბარიერის გადალახვა ლონდონის "ჩელსისთვის" გადაუჭრელი ამოცანა არაა. "სტემფორდ ბრიჯზე" მათ გოლი გაიტანეს და საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. თუ "არისტოკრატებმა" დაცვაში ისევე კარგად ითამაშეს, როგორც ეს პირველ მატჩში მოახერხეს, მათ ფინალში გასვლის შანსი ექნებათ", - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო
მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" შორის 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წთ-ზე დაიწყება.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული