კარლ-ჰაინც რუმენიგე: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯოჯოხეთი გველოდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

"რეალს" დიდ პატივს ვცემთ და გვესმის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მადრიდელების არ გვეშინია.

პირველი მატჩის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გარკვეული შანსები მოგვცა, მაგრამ მაინც ძალიან გაგვიჭირდება. ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და დაცვაში მაქსიმალურად მჭიდროდ ვითამაშოთ.

კონტრშეტევებზე აუცილებლად უნდა გადავიდეთ, რათა გოლი გავიტანოთ. მთელი თამაში დაცვაში ჩაჯდომა არ შეიძლება, როდესაც შეტევაში ამდენად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ.

რა თქმა უნდა, ფინალის საკუთარ მოედანზე თამაში ჩვენი
ოცნებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის განვახორციელოთ. ეს შესანიშნავი იქნებოდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი საკუთარ არენაზე ჯერ არავის უთამაშია", - განაცხადა რუმენიგემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული