ვინ გაწვრთნის "მილანს" - ფაბიო კაპელო, ლუჩანო სპალეტი თუ ხოსეპ გვარდიოლა?

AutoSharing Option
"მილანის" ახლანდელი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის მომავალი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგებაზეა დამოკიდებული.

თუ იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" გახდება, ალეგრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

ზოგიერთი ცნობის მიხედვით, "როსონერის" თავკაცობის პრეტენდენტთა სიაში სამი სპეციალისტია: "ზენიტის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფაბიო კაპელო და "ბარსელონას" მესაჭე ხოსეპ გვარდიოლა, რომლის გუნდის სათავეში ხილვაც პირადად "მილანის" მფლობელ სილვიო ბერლუსკონის სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული