შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი მიუნხენში გერმანელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
"ფინალში გასვლა გვინდა და ამის ღირსნიც ვართ. საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ჩემი შეგირდები მშვიდად არიან, ხოლო მათი სათამაშო ფორმა უმაღლეს დონეზეა.
"ბაიერნი" სერიოზული მეტოქეა, მაგრამ "რეალმა" იცის, რაც უნდა ქნას.
რაც შეეხება მეორე წყვილს, რადგან "ჩელსიში" ვმუშაობდი, ამ გუნდის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი
ამ წლების განმავლობაში მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე. ყოველთვის ვცდილობდი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფეხბურთელთან მემუშავა და არაფერს ვნანობ.
წინ კიდევ ერთი თვეა და ერთბაშად ორი ტიტულის მოპოვება შეგვიძლია", - განაცხადა მოურინიომ.