ანდრეს ინიესტა: ლიონელ მესიმ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს!
AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესის იცავს, რომელმაც ლონდონის "ჩელსისთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი გააცუდა და გოლი ვერ გაიტანა.
"ჩელსის" ფინალში გასვლა უნდა მივულოცოთ, მაგრამ "ბარსელონასთან" მატჩი სამართლიანი არ იყო. გუნდს ახლა რთული დროება უდგას, თუმცა ბრძოლას გავაგრძელებთ.
მესი სულით გამარჯვებულია და არ ვფიქრობ, რომ თავი რაიმეში უნდა დაიდანაშაულოს", - თქვა ინიესტამ.