სესკ ფაბრეგასი: ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ლონდონის "ჩელსისთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროდ, ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა. ჩვენს სტილში ვთამაშობდით, მაგრამ მეტოქეს ვერ ვაჯობეთ.

"ბარსელონა" დიადი გუნდია და მომავალ სეზონში დავბრუნდებით, რომ კვლავ გავიმარჯვოთ.

"ჩელსის" მასირებული დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შევძელით. ლონდონელებზე უკეთ ვითამაშეთ, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. ახლა უკვე ესპანეთის ჩემპიონატსა და კოპა დელ რეიზე უნდა გადავერთოთ", - თქვა ფაბრეგასმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირად არაა უსამართლო შედეგი ამ უაზრო ბურთის გორაობას დაგერტყათ რა კარში ხშირად
მეორეც ბარსასნაირი გუნდისთვის კარში ისეთი კლოუნის ჩაყენება როგორიც ვალდესია სირცხვილია რამდენჯერ უნდა დაღუპოს ბარსა რომ გაგდონ შეიძლება კაი ბიჭია გუნდშიც უყვართ მაგრამ როგორც მეკარე სამარცხვინოა.
რაც შეეხება მესის გენიოსია და მორჩა აქ ბაზარი აშკარად გადაღლილი იყო ფეხებს ძლივს დაათრევდა მაგრამ მაინც რეებს აკეთებს დაუჯერებელია
messi001
20:28 26-04-2012
0

სიახლეები პოპულარული