მანუელ ნოიერი: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ მოვიწყენ...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "რეალთან" სულის მოთქმის საშუალება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა პირველ მატჩში ერთი გოლი გაუშვა, მისმა თანაგუნდელებმა კი მეტოქის კარი ორჯერ აიღეს.

"ვიცი, რას წარმოადგენს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონი. ასეთ არენაზე თამაში დიდი სიამოვნებაა. ვიცი, როგორ უჭერენ გულშემატკივრები ამ სტადიონზე მხარს თავიანთ გუნდს და იმედი მაქვს, ეს ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

არ ღირს ორჭოფობა, რომ ბევრი სამუშაო მექნება. პირველ შეხვედრაში დაცვაში საიმედოდ ვითამაშეთ და აუცილებელია, იმავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ", -
აღნიშნა ნოიერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული