რამირესი: წლები გავა, მაგრამ ხალხს ლონდონის "ჩელსის" გმირობა ემახსოვრება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა რამირესმა კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"რატომ მივიღე ყვითელი ბარათი? ძალიან გაბრაზებული ვიყავი არბიტრზე, როცა მეორე გოლი გავუშვით. მაგ დროს ათნი ვიყავით, რადგან მსაჯმა ტერი იმ დარღვევის გამო გააძევა, რომელიც არცკი უნახავს. მე მას ეს შევახსენე და ამიტომ მივიღე გაფრთხილება.

ყოველ შემთხვევაში, მიუნხენში გავემგზავრები და ჩემს გუნდს ვუგულშემატკივრებ.

დარწმუნებული ვარ, "ბარსელონასთან" მატჩი ისტორიაში შევა. წლები გავა, მაგრამ ხალხს "ჩელსის" გმირობა ემახსოვრება - გუნდის, რომელმაც "ბარსელონას" შეჩერება შეძლო და მით უმეტეს, მისსავე მოედანზე", - თქვა
რამირესმა.

მომზადებულია Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული