საკუთარი აზრის გამოთქმა და პროგნოზის გაკეთება ზაზა ზამთარაძეს ვთხოვეთ. ჩვენი საუბარი "რეალი"-"ბაიერნის" მატჩამდე შედგა.
"ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული - "ბარსელონაც" ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებდა. გამართლებაც იყო, ათი კაცით დარჩენილმა "ჩელსიმ" ხომ პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა გოლი.
ლონდონელები თერთმეტი კაცითაც რომ ყოფილიყვნენ, თამაშის სიუჟეტი მაინც არ შეიცვლებოდა. როცა მთელი გუნდით იცავ თავს,
დი მატეოს ხელში "ჩელსი" უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი გახდა, ლონდონელებს თითქოს სასიცოცხლო ძალა მოემატათ. დი მატეოზე, როგორც წარმატებულ მწვრთნელზე, ლაპარაკი ჯერ ნაადრევი მგონია.
ძალიან საინტერესო იქნება მოურინიოს და ჰაინკესის დუელი. მოურინიო ის მწვრთნელია, უფრო რომ შეუძლია კონკრეტული, გადამწყვეტი თამაშის მოგება. შესაბამისად, პროგნოზზე თუ მიდგა საქმე, უფრო მოურინიოს მხარეს ვარ.
"ბაიერნსაც" აქვს თავისი კოზირი: რობენმა და რიბერიმ შესაძლოა, ბუნდესლიგის რომელიმე მატჩი ჩააგდონ, მაგრამ ასეთი რანგის შეხვედრას ძლიერად ჩაატარებენ, "ბაიერნის" ძალა შეტევაშია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"