იუპ ჰაინკესი: მიუნხენის "ბაიერნმა" ჯადოსნური ფეხბურთი ითამაშა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა კანონზომიერია.

მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენელები ძირითად და დამატებით დროში 1:2 დამარცხდნენ, მაგრამ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

"თუ ამ დაპირისპირების მთელ 120 წუთს გავაანალიზებთ, უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიერნის" ფინალში გასვლა სამართლიანია.

ძალიან შთამბეჭდავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ათამაშდა ჩვენი გუნდი გაშვებული გოლების შემდეგ. მეტოქის პირველი გოლის შემდეგვე ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ ამის სანაცვლოდ მეორე გოლი მივიღეთ.

მიუხედავად ამისა, ჩემს ფეხბურთელებს ხელები არ
ჩამოუყრიათ.

მეჩვენება, რომ მატჩის რიგ მონაკვეთებში ჯადოსნურ ფეხბურთს ვთამაშობდით. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი შედეგის მიღწევა გრანდიოზულია", - განაცხადა ჰაინკესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული