"გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იყო. ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. "რეალთან" ორივე მატჩში მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით და ამიტომ მგონია, რომ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
პენალტების სერიის დაწყებამდე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიმართლა კიდეც.
ამჟამად ორი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ: ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და გერმანიის თასის ბოლო შეხვედრისთვის", - განაცხადა ნოიერმა.