შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა "სამეფო კლუბი" პენალტების სერიაში დაამარცხეს.
"ყველანი დავიღალეთ, მაგრამ ბედნიერები ვართ.
ვერ წარმომიდგენია, საიდან გვქონდა ძალები, მატჩის შემდეგ ამდენს რომ დავრბოდით.
ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტის შესრულება მე მომიწია. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: "უნდა გავიტანო"! ვიცოდი, რომ ბურთი კარში წავიდოდა.
ვფიქრობ, ეს გამარჯვება ული ჰენესს უნდა მივუძღვნათ, რადგან მან მთელი ცხოვრება "ბაიერნს" დაუთმო", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით