სერხიო რამოსი: ხვალაც რომ მომიხდეს ამ ლატარიაში მონაწილეობა, პენალტს ისევ დავარტყამ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშვა შეაფასა
.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის დიდი სურვილი გვქონდა და ამისთვის ყველაფერი გავიღეთ, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით. ძალიან ძლიერი მეტოქე დაგვიპირისპირდა.

მთელი ენერგია მოედანზე დავტოვეთ. მუდმივად შეტევა, უბრალოდ, არ შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც მეორე გოლი გავიტანეთ, "ბაიერნმა" თამაშის გათანაბრება შეძლო და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტის შესრულების დროს საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. გატანა ვერ მოვახერხე, მაგრამ ხვალაც რომ მომიხდეს ამ ლატარიაში მონაწილეობის მიღება,
თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან აუცილებლად მივალ", - განაცხადა სერხიო რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო რეკორდი გინდა მოხსნა? სტადიონს უნდა გადააცილო? :D
gaga
21:20 26-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული