ალან სმიტი დღეს "ნიუკასლ იუნაიტედში" თამაშობს და "ოლდ ტრეფორდზე" ძალიან იშვიათად თუ
ოთხი წლის წინ, "ლივერპულთან" ფეხბურთის ასოციაციის თასის შეხვედრაში მოტეხილ და ადგილიდან დაძრულ ძვალს სმიტი რვა თვის განმავლობაში მკურნალობდა - ძვირად დაუჯდა მეტოქისთვის ჯარიმის დარტყმაში ხელის შეშლა. არადა, საოცარია, მის ახლომახლოს არავინ იყო. სულ, სმიტს მოედანზე დასაბრუნებლად ფეხბურთელს 18 თვე დასჭირდა და ისიც "სენტ ჯეიმსიზ პარკზე" ამოჰყო თავი. სხვათაშორის, მაშინ მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ასეთი საშინელი ტრავმა ცხოვრებაში ცოტა ჰქონდა ნანახი, სამშაბათს კი ვალენსიას ტრავმაზე თქვა ფერგიმ, სმიტის ტრავმა გამახსენაო. სმიტმა თქვა:
"წარმომიდგენია რა საშინელ დღეშია ახლა ანტონიო. რაც მოხდა, მოხდა, ვერსად დაეემალები. თან, ტრავმის მერე ძველებურად თამაში ძალიან ძნელია. ამ ყველაფერს გადატანა და გადალახვა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი შრომით მიზნის მიღწევა და მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება.
წარმოიდგინეთ, თავიდან კვირა კვირას მოსდევს, შენ კი წევხარ და არაფერს აკეთებ. ამის შემდეგ იწყება სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარული, ფიზიოთერაპია, დარბაზში საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშების კეთება... ასე ნელ-ნელა უნდა აღადგინო კოჭი და ბოლოს, როდის-როდის ბურთისთვის ფეხის გაკვრის ნებასაც მოგცემენ.
და აი, ამდენი ხნის განმავლობაში, რაგინდ შორს ჩანდეს მოედანზე დაბრუნების პერსპექტივა, შენ იმედით სულდგმულობ და ელოდები იმ დღეს, როდესაც კვლავ ითამაშებ ფეხბურთს. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ჯოჯოხეთის დაძლევა. ერთს კი დაბეჯითებით გეტყვით: ვალენსია საიმედო ხელშია. "მანჩესტერ იუნაიტედს" საუცხოო ექიმები ჰყავს. ისინი დიდებული ფსიქოლოგებიც არიან – ყოველთვის გაიმედებენ და იმედით გავსებენ".