რობერტო დი მატეო: კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში სრული შემადგენლობით რომ ვიყოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ იმედგაცრუება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ყვითელი ბარათების გამო 19 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონურ გუნდსაც და მიუნხენის "ბაიერნსაც" დიდი დანაკარგი ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ"  "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩში საფინალოდ ბრანისლავ ივანოვიჩი, რამირესი და რაულ მეირელეში დაკარგა, "ბაიერნი" კი "რეალთან" შეხვედრაში მიღებული გაფრთხილებების გამო დავიდ ალაბის, ლუის გუსტავოს და ჰოლგერ ბადშტუბერს მოისაკლიებს.

"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოთამაშე ფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. კარგი იქნებოდა, თუ ორივე გუნდი სრულფასოვანი შემადგენლობით ითამაშებდა. ტურნირის ორგანიზატორებს
სამომავლოდ არსებული კანონების და წესების შეცვლა მართებთ", - აღნიშნა იტალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული