ლონდონის "ჩელსის" მეკარე პეტერ ჩეხმა განაცხადა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტი გერმანული გუნდია. თუმცა ჩეხმა გოლკიპერმა ისიც დასძინა, რომ საკუთარ კედლებში თამაში და ამისგან გამოწვეული წნეხი, შესაძლოა მიუნხენელთა თამაშზე უარყოფითად აისახოს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდებს თითქმის თანაბარი შანსები აქვთ, თუმცა ის ფაქტი, რომ "ბაიერნი" საკუთარ კედლებში თამაშობს, გერმანელებს ფავორიტად აქცევს, მაგრამ ვეცდებით, მეტოქე მოვატყუოთ. ფინალის წნეხს რომელი გუნდიც უკეთ გაუმკლავდება, ალბათ ის გაიმარჯვებს. თუმცა მიუნხენელებს მეტი შრომა მოუწევთ, რათა საშინაო მატჩის ზეწოლას გაუძლონ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება თამაში,
მაგრამ ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა: მიუნხენში მოსაგებად ჩავდივართ", - განაცხადა ჩეხმა.