იუპ ჰაინკესი ლონდონის "ჩელსის" უფრთხის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ლონდონელთა ძალასა და პოტენციალზე საუბრობს.

"ჩელსისა" და "ბარსელონას" პირველ ნახევარფინალურ მატჩს ვუყურე და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში ინგლისელები ფინალში გავიდოდნენ.

კატალონიელებს "ჩელსისთან" ყოველთვის პრობლემები ექმნებოდათ. "კამპ ნოუზე" საპასუხო მატჩში "ბარსა" საკუთარ თავს არ ჰგავდა. ეს განსაკუთრებით ლიონელ მესის ეხება.

თუმცა ეს "ლურჯების" დამსახურებას არ აკნინებს. ესპანეთის ჩემპიონატში მიმუშავია კიდეც და დღემდე ვაკვირდები და ვიცი, რამდენად ძნელია "ბარსელონას" დამარცხება. ახლა ჩემს თავს შეკითხვას ვუსვამ: თუ კატალონეილებმა "ჩელსის" დამარცხება ვერ შეძლეს, როგორ გავაკეთებთ ამას ჩვენ?

"ჩელსი" ძლიერი გუნდია. რობერტო დი მატეოს მუშაობით მონუსხული ვარ. დაპირისპირებების დროს ის მდგომარეობას ბრწყინვალედ აკონტროლებს , რაშიც სიმშვიდე და საკუთარ ძალებში თავდაჯერება ეხმარება", - განაცხადა ჰაინკესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული